“ზოგჯერ ნამდვილად საჭიროა, რომ დიდ კაცს სამარცხვინო შთამომავალი არ დარჩეს.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, განცხადებას რომლითაც გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით სოფელ ხიბულაში – სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ ბოლო წუთები გაატარა, რესტავრაცია ჩაუტარდა და მალე მოეწყობა მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მედიათეკაც.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გიორგი გამსახურდიამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: “ეს არის რეალური საქმე და დაფასება, საქართველოს დამოუკიდებლობის მესარძიკვლისა და მისი ხსოვნის. ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ.” – წერს გიორგი გამსახურდია.