ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის”- გიორგი რურუა

საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პროცესი გაიმართა, სადაც მოწმეებიც დაიკითხნენ.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად გიორგი რურუაც, რომელმაც მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს აბსურდული უწოდა.

როგორც რურუამ აღნიშნა, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს რუსული მეთოდებით ებრძვის.

“მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და სიმართლის დადგენას არ ემსახურება. მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....