დღეიდან უკრაინამ საერთაშორისო ავიარეისები განაახლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს ბორისპოლის აეროპორტში 15 რეისია დაგეგმილი, აქედან ოთხი – საერთაშორისო. კერძოდ, ბორისპოლის აეროპორტიდან დღეს ორი რეისი მინსკში შესრულდება, ერთი – ამსტერდამში, ხოლო ერთი – დუბაიში.
აეროპორტის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ავიარეისები დაგეგმილია კიშინიოვის, ვილნიუსისა და ოსტენდის მიმართულებით.