ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი საპატრიარქოს და პატრიარქს აკრიტიკებს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ერმილე ნემსაძე ვიდეომიმართავში საპატრიარქოს და პატრიარქს აკრიტიკებს.

სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ კომენტარი ფეისბუქზე თავად ერმილე ნემსაძემ გააკეთა.

“მოკლედ დაიქოქა მანქანა, თურმე მე ერმილე ნემსაძე ვყოფილვარ ეკლესის და პატრიარქის მტერი.
დიახ მე ვიყავი საპატრიარქოსთან აქციის ორგანიზატორი, მას შემდეგ რაც ჯაღმაიძემ განაცხადა მოღალატეობრივი განცხადება, რომ “ბერთუბანი საქართველოს არ ეკუთვნის ხოლო აღდგომის ტაძარი და ჩიჩხიტურის კოშკი სადაო. დიახ მინდოდა 40 ქრისტიანთან ერთად მენახა ჩემი პატრიარქი მიმეღო დალოცვა და გავსაუბრებოდი. დავიცავით ყველა პრიცედურა დავტოვეთ წერილიც, მაგრამ საპატრიარქოდან არავის არ გამოუხედია და არც წერილზე მიგვიღია პასუხი. რადგან საპატრიარქოში არიან ჩაბუდებულუ ქვეწარმავლები ანდრია ჯაღმაიძის და შორენა თეთრუაშვილის სარდლობით.
რომლებიც პატრიარქს უმალავენ ბევრ რამეს. დღეს ამ თემის გააქტიურება დაჭირდათ რომ მარში თურმე პატრიარქის მტერია და ესენი არიან ანგელოზები”. – წერს სოციალურ ქსელში ერმილე ნემსაძე.

როგორც ის წერს, ამ ბინძურ ცილისწამებაში რაც “ქართული მარშის” და მის მიმართ აგორდა არის სუსის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურბის ხელი გარეული, რომლის ინტერესიც ეროვნული ძალების დისკრედიტაციაა.

“ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ. ჯაღმაიძე, შორენა და პეტკა არიან ის ქვეწარმავლები, რომლებიც ახდენენ ეკლესის ნგრევას შიგნიდან და ვინც მათ მხარს უჭერს ჩემთვის არ განსხვავდება მათგან.
დანარჩენს კი დრო აჩვენებს ტერორისტობას, გრუს აგენტობას, პატრიარქის მტრობა დაემატა. აი მაგ სიმართლით გატაროთ უფალმა ყველა ვინც ამ სიბინძურეში მინაწილეობთ და გატარებთ კიდეც” – წერს ერმილე ნემსაძე.

 

იტვირთბა....