ჯურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ტვ “პირველი” დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ტრაპაიძე პოსტში წერს, ის ამჟამად არსაც აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ხოლო ტელეკომპანიის გუნდს წარმატებას უსურვებს.
“დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ. განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან,”- წერს დიანა ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიიდან დიანა ტრაპაიძის წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ჟურნალისტმა ეს უარყო.
ტვ “პირველი” დატოვეს ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმაც.