ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აზერბაიჯანში დაწესებული კარანტინის რეჟიმი გამკაცრდა

აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინის წესები გამკაცრდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კარანტინის წესები დღეიდან გამკარდა და 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე გაგრძელდება.

კარანტინის წესები გამკაცრდა შემდეგ ქალაქებში: : ბაქო, განჯა, სუმგაითი, ლენქორანში, ევლახი, ისმაილი, ქურდამირი და სალიანი.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ „კოვიდ-19“-ის 9 570 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 115 პირი.

იტვირთბა....