ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საპროტესტო აქცია სომხეთში – დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის მომხრეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ – ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია.

სამართლადამცველები მოსახლეობას ექიმების რეკომენდაციებისა და დისტანციისკენ მოუწოდებდნენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტებს აქციის მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

შეგახსენებთ, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. წარუკიანის კომპანიებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ, წარუკიანი ბრალდებას უარყოფს.

იტვირთბა....