ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირბადის ტარება დახურულ სივრცეში ხვალიდან სავალდებულო ხდება

ხვალიდან პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, იურიდიულ პირს კი – 500 ლარის ოდენობით.

მოქალაქეებს​ პირბადეების გაკეთება მოუწევთ როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ტაქსებში. გარდა მოქალაქისა, დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროთი მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით.

იტვირთბა....