“დღეისათვის ობიექტური საფუძველი ასეთი საუბრისა, რომ შეიძლება არჩევნები გადაიდოს, ჩვენი აზრით, არ არსებობს, მაგრამ, როცა და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, საზოგადოების კონსენსუსი, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური პარტიების კოალიციით, იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს “ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად
გიორგი კანდელაკი, პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მდივანი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ , თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს , არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.