ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება სასიამოვნო არ არის პირბადით გადაადგილება როდესაც მგზავრობ, მაგრამ აუცილებელია” – კახა კალაძე

“ძალიან ცუდია, როდესაც კორონავირუსის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო ძალიან დიდი სიფრთხილე.

„შეიძლება, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ, სასიამოვნო არ არის პირბადით გადაადგილება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარ თავს გაუფრთხილდეს, საკუთარ შვილებს, შვილიშვილებს, ოჯახის წევრებს.

ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არავინ არ იფიქროს ის, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ და აუ, რა მაგრები ვართ, გამარჯვებულები ვართ. არა, მეგობრებო, ჩვენ გადავლახეთ და შევძელით ის, რომ ქვეყანაში არ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.

ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ“, – აცხადებს კახა კალაძე.

იტვირთბა....