ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სააკაშვილის ინიციატივა არის ოცნების და ნაცმოძრაობის ინტერესების თანხვედრა” – ბესელია სააკაშვილის განცხადებაზე

“ეს არის იგივე სურათის გამეორება, რაც უკვე დიდი ხანია ძალიან აწყობს ორივე პოლიტიკურ ძალას და პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას”. მისთვის სასურველია, ის დარჩეს ორი არჩევანის პირობებში, როდესაც ყველას ეძახის “ნაციონალურ მოძრაობას”. უკვე ხედავთ “ქართული ოცნების” ამ რიტორიკას, რომ ყველა “ნაციონალური მოძრაობაა” და მასთან დაკაშირებულები. მას უნდა, ამ ორი არჩევანის წინაშე ამყოფოს საზოგადოება. იგივეს ამბობს ახლა სააკაშვილი. ამიტომ მგონია, რომ ორი ძალის ინტერესების თანხვედრა.”

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი

შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

იტვირთბა....