ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ უნდა გავიდეთ სახლიდან აუცილებელი მიზეზების გარეშე. თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას” – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს თავყრილობებისგან და დროებით უარი თქვას ტრადიციულ წეს-ჩვეულებებზე.

მისი თქმით, თუ კი აღნიშნულ რეკომენდაციებს ხალხი არ დაიცავს, მოსალოდნელია მეორე ტალღას ქვეყანა მატებით შეუერთდეს.

“აუცილებულია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. ამ შენარჩუნებას ვერ განსაზღვრავს და ვერ შექმნის ვერც პერსონალი, რომელიც დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც, თავგამოდებული მუშაობით, არაჩვეულებრივად მოდიოდნენ, მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლი. ესაა დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე. თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არაა სწორი. შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ, გარკვეულწილად, უნდა შევინარჩუნოთ არსებული უნარ-ჩვევები. არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, თვითონ არ უნდა შევქმნათ თავშეყრის პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე – აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება და ასეც უნდა იყოს, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას. მეორე ტალღა კი არ დაიწყება, პირველს მიებმება მეორე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....