მთავარი ციტატა

“ორი რამ არის მნიშვნელოვანი – მუდმივი სკრინინგი, ტესტირების გაფართოება და ექიმების გადამზადება”

“საგანგაშო არ არის, არ უნდა დავაფეთოთ მოსახლეობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. ორი რამაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ გვქონდეს მორიგი ეპიდაფეთქება – პირველი, მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მუდმივად უნდა იზრუნოს ისეთ მიმართულებაზე, როგორიც არის მუდმივი სკრინინგი, ტესტირების გაფართოება და მეორე – ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა, ექიმების გადამზადება”

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ხუთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 702-ს შეადგენს.

 

იტვირთბა....