საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
13 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ხუთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 702-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3026 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 297 პირი.