მთავარი ციტატა

“ვმსჯელობდით და ახლაც ვმსჯელობთ, დაიწყება თუ არა მეორე ტალღა. ჯერ პირველი ტალღა გრძელდება” – თენგიზ ცერცვაძე

“ძალიან გაურკვეველია ეს ტერმინოლოგია – პირველი ტალღა და მეორე ტალღა. საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთია, სადაც ძალიან დაიკლო, ერთნიშნა რიცხვამდე ჩამოვიდა ახალი შემთხვევები და ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პირველი ტალღა დამთავრდა; ვმსჯელობდით და ვმსჯელობთ ახლაც, მეორე ტალღა დაიწყება თუ არა. პირველი ტალღა გრძელდება ჯერ… მთლად დამთავრდა არა. ამას განვიხილავ მე, როგორც პირველი ტალღის ბოლოს”

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ხუთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 702-ს შეადგენს.

იტვირთბა....