ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ემზარ კვიციანი თავდადებული მამულიშვილია, უბრალოდ ბოლო დროს განსხვავებული პოზიციები გვაქვს” – ადა მარშანია

“ემზარ კვიციანი თავდადებული მამულიშვილია, ერთ გუნდად ვიბრძოდით საქართველოსთვის, უბრალოდ, ბოლო დროს განსხვავებული პოზიციები გვაქვს”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ემზარ კვიციანს მიაჩნია, რომ ბრძოლაში მეტი რადიკალიზმია საჭირო.

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ემზარ კვიციანს, ძალიან მებრძოლი ადამიანი, თავდადებული მამულიშვილია. ჩვენ ერთ გუნდად ვიბრძოდით საქართველოსთვის, რაც შეგვეძლო. უბრალოდ, ბოლო დროს განსხვავებული პოზიციები გვაქვს ბრძოლის. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება, მეტი არაფერი. ემზარ კვიციანს მიაჩნია, რომ უფრო რადიკალური და უფრო აგრესიული უნდა ვიყოთ ჩვენს ბრძოლაში. ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს, სხვა ამოცანა გვაქვს. ვაპირებთ, ჩვენი ძალიან სერიოზული, მასშტაბური გამოკითხვა გამოვაქვეყნოთ, რომელიც სრულიად საქართველოში ჩავატარეთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისი შეფასებით, ეს იქნება სერიოზული აქცია და „პატრიოტთა ალიანსის“ ყურადღება ამაზეა გადატანილი.

„ეს იქნება ძალიან სერიოზული აქცია და ამაზეა ჩვენი ყურადღება გადატანილი. შინაარსობრივად, თემატიკასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და მხარს ვუჭერთ ემზარ კვიციანს თავის ბრძოლაში სამართლიანობის აღდგენისას. იცით, ჩვენი ყველა ბრძოლა და განცხადება სწორედ ამას ეძღვნება, სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ვერა და ვერ დადგა ეს ჩვენს ქვეყანაში, ვერ დამკვიდრდა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, ემზარ კვიციანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს.

იტვირთბა....