aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა ნებისმიერი სხვა იდეა მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს ჩვენს საერთო პოზიციას” – კაპანაძე სააკაშვილის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ახლა ნებისმიერი სხვა იდეა მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს ჩვენს საერთო პოზიციას”, – ასე გამოეხმაურა სერგი კაპანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას .

როგორც კაპანაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის მთავარი კოზირი ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის ჩვენებაა.

„ახლა, როცა 120/30-ზე საარჩევნო სისტემაა დღის წესრიგში და ძალიან ახლოს ვართ მაჟორიტარების შეთანხმებასთან, ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად პროპორციულ მოდელზე გადავალთ. ახლა ნებისმიერი სხვა იდეა მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს ჩვენს საერთო პოზიციას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს განცხადება, იმიტომ არ გაკეთებულა, რომ მერე საბაბად იქნას ამაზე უარი გამოყენებული, რომ მაჟორიტარების შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უარი ითქვას.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის მთავარი კოზირი, როგორც 2018 წელს იყო მეორე ტურში, იქნება ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის ჩვენება. ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი ნიშნავს ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ. ივანიშვილს უნდა ასე წარმოაჩინოს, მაგრამ ეს არ არის რეალობა. პოლიტიკური სპექტრი არის მრავალპოლუსიანი, ამომრჩეველიც არის ბევრი სხვადახვა პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი. თუ ვინმეს უნდა, რომ ამ ორპოლუსიანობას ხელი შეუწყოს და წარმოაჩინოს, რომ ჩვენი ოპოზიცია ერთიანი სიით გავიდეს და დაადასტუროს ორპოლუსიანობა, ეს მცდარი ანალიზია. მიგვაჩნია, რომ ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

იტვირთბა....