ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციაში აშკარად დაპირისპირება აქვთ…” – კალაძე

“არ ვიცი, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია შიგნით შეთანხმებას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხებოდა.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ დაპირისპირება აქვთ.

„არ ვიცი რამდენად მოახერხებენ შეთანხმება შიგნით, რადგან ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა, როგორც მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

იტვირთბა....