ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ინფექციის წყაროს მიგნება გართულდა, დაავადების გავრცელება იღებს შედარებით უკონტროლო ხასიათს” – ზახაშვილი

“საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსის ჯერ კიდევ ერთეული შემთხვევები რეგისტრირდება, თუმცა ამ შემთხვევათა შორის გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ გართულებულია შემთხვევის ინფექციის წყაროს მიგნება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადების გავრცელება იღებს შედარებით უკონტროლო ხასიათს. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმ ზოგადი რეკომენდაციების დაცვა, რაც მოწოდებულია ქვეყნის მოსახლეობისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.”

ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი

ამის შესახებ ზახაშვილმა, “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....