“ღარიბაშვილი ერთხელ მომიყვანეს გარკვეული რეკომენდაციით. მას სურვილი ჰქონდა, რომ ქალაქის პოლიციაში რიგით ოპერად დაეწყო მუშაობა და სამსახურში არ მივიღე მაშინ იმიტომ, რომ მისი ინტექლექტი არ შეესაბამედბოდა რიგითი ოპერის ინტელექტს და მოთხოვნებსაც კი.”
ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “დღის სტუმარში” საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რეალობას არის აცდენილი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ ოპონენტებს დესტრუქციული ძალა უწოდა.