ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა

სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას 6 წლიანი პატიმროფა მიუსაჯა.

მოსამართლემ გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გაამართლდა და დამნაშავედ სცნო ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში. შედეგად, მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.

იტვირთბა....