“ექსპერტები არსებობენ. დასხდებიან და განხილავენ სიტუაციას. თუ ისინი ჩათვლიან, რომ სიტუაცია მოითხოვს კვლავ რეგულაციების გამკაცრებას, ალბათ გამკაცრდება. მე შემიძლია ვიმედოვნო მარტო და სურვილი მაქვს მოხდეს მიღებული სტაბილიზაციის შენარჩუნება. ამისთვის აუცილებელია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა.”
მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გახდება თუ არა საჭირო რეგულაციების ხელმეორედ გამკაცრება.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. ამასთან, ინფიცირებული 5 პაციენტის წყარო უცნობია.