“ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და თავისი არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ, ამიტომ ამ პირობებში, რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ.”
სერგ კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტებთან ირაკლი ღრაიბაშვილის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება.
ცნობისთვის, თავდაცვის მინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს “მინისტრის საათის” ფარგლებში დღეს პარლამენტში მოუსმენენ.