ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აშშ-დან არ შეწყვეტილა საუბარი და საყვედური, ტელევიზია იმედზე, არ შეწყვეტილა შეკითხვები 26 მაისზე…” – ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობის” ყოფნის დროსაც კეთდებოდა აშშ-დან მწვავე განცხადებები და განსაკუთებით “ტვ იმედთან” და 26 მაისთან დაკავშირებით.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “ნაცმოძრაობა” ყველა შეცდომების, არასწორი ნაბიჯების მიუხედავად, მეგობრების და პიროვნებების გაფრთხილებებს ყოველთვის იღებდა ყურად.

“ადამიანი, რომელიც ახლა ეკრანთან ზის და გვისმენს, თუ მას ჰგონია, რომ შეერთებული შტატები და ელჩები, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონგრესის წევრები ან ჩვენი რომელიმე სხვა მოკავშირეების ჩამოთვლილი თანამდებობების, არჩეული პირები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული საქართველოთი და ჩვენ მათთან მწვავე საუბრები არ გვქონია ძალიან ცდება.

ყველა შეცდომების, არასწორი ნაბიჯების მიუხედავად, ჩვენ ამ ჩვენი მეგობრების და პიროვნებების გაფრთხილებებს ყოველთვის ვიღებდით ყურთ. არ შეწყვეტილა საუბარი და საყვედური, შემიძლია გითხრათ, ტელევიზია იმედზე. არ შეწყვეტილა შეკითხვები 26 მაისზე. ყოველთვის ჰქონდათ მათ მძაფრი რეაქცია და განსაკუთრებით, როდესაც ჯიუტად დაიწყეს გამეორება, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეინარჩუნებს თავის საერთაშორისო რეპუტაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პატიოსანი, გამჭვირვალე არჩვენების შედეგად მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება,” – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

იტვირთბა....