ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი სანიკიძის განცხადებას, რომ აშშ-ის საელჩო ივანიშვილს უსმენს, აბსურდს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გუბაზ სანიკიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს, აბსურდს უწოდებს.

კელი დეგნანის თქმით, გაუგებარია, მსგავსი განცხადებები რის საფუძველზე კეთდება.

“ეს აბსურდია. მე დავინტერესდები, რა საფუძველზე აყენებს ვინმე ასეთ ბრალდებას, რომელიც აშკარად მცდარია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ  გადაცემა “პოლიტმეტრში” 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს.

 

იტვირთბა....