მოსამართლემ დღევანდელი პროცესზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა, დაცვის მხარედ ამიტომ დააყენა გირაოს გადახდის შუამდგომლობა.
აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოსთან მობილიზებული არიან პოლიტიკოსები. ისინი აცხაებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებულია არა მოსამართლეზე, არამედ ბიძინა ივანიშვილზე.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.