“მე არ მგონია, რომ ეს დოკუმენტი ისეთი გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, რომ ამომრჩევლის განწყობაზე იმოქმედოს. ეს გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა იყოს საარჩევნოდ ხელისუფების მოქმედებებისთვის, ამომრჩეველს სულ სხვა პრიორიტეტები აქვს. ამიტომ ვამბობ, ივანიშვილმა ძალაუფლება რომც შეინარჩუნოს, ის სერიოზული ხიფათის წინაშეა, ანუ ხიფათის წინაშე დგას მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში აშშ-ის კონგრესმენების მიერ მომზადებული მოხსენების კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების ყოველი ახალი შეფასება წინა შეფასებასთან შედარებით უფრო მძიმეა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.