“ერთი ხრიკი მინდა ვთქვა: ეს შესაძლოა ბევრმა იცის, მაგრამ რადგანაც ახლა მეტი გამოსავალი არ გვაქვს, ეს უნდა ვთქვათ. თუ ჩვენ სათვალეს საპონს გავუსვამთ და ის გაშრება, ეს დაორთქვლისგან ასი პროცენტით იცავს უკვე სათვალეს. ასე რომ, ეს ხერხი არსებობს და მინდა რომ იცოდნენ ჩვენმა აბიტურიენტებმა და იმ ადამიანებმა რომელთაც ეს პრობლემა უდგათ – საპნის გასმა, შემდეგ შეშრობა და სათვალეს აბსოლუტურად აღარ აქვს ორთქლი.”
ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგი
ამის შესახებ კულუმბეგოვმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.