კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო კარანტინის გარეშე ევროპაში ინფექციისგან ფატალური შემთხვევების რიცხვი 3 მილიონს გასცდებოდა – ამის შესახებ დასკვნითი კვლევა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯმა გამოაქვეყნა.
მათი განცხადებით, მეცნიერებმა გამოიყენეს დაავადების მოდელირებული სცენარი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა წინასწარმეტყველება იმისა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლებოდა გარდაცვლილიყო კორონავირუსული პანდემიისგან. აღნიშნული კვლევა სწორედ იმ მკვლევარ-მეცნიერებმა ჩაატარეს, რომელთა ინსტრუქციების საფუძველზე გამაოცხადა ბრიტანეთის მთავრობამ კარანტინი ქვეყანაში.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, საიზოლაციო ზომების არ მიღების შემთხვევაში, დაახლოებით 3.2 მილიონი იქნებოდა უკვე გარდაცვლილი 4 მაისისთვის ევროპის კონტინენტზე. საერთო ჯამში ამ ღონისძიებათა გათვალისწინებით 470 000 ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე გაერთიანებულ სამეფოში, 690 000-ს საფრანგეთში, ხოლო 630 000-ს იტალიაში.