ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორი გადაცემა გავიდა ეთერში და უკვე ამდენი ყურადღება, რა მნიშვნელოვანი ფიგურა ვყოფილვარ”- ნოდარ მელაძე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, სადაც ტვ “პირველში” მის გადასვლაზე საუბრობს.

მელაძის თქმით, სულ ცოტა ხანია, რაც ტვ “პირველში” მუშაობს, ჯერ მხოლოდ ორი გადაცემა გავიდა ეთერში და უკვე ამდენი ყურადღება მიიქცია.

მელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ლაპარაკობენ შენზე, მსჯელობენ შენზე, განგსჯიან შენ…

ვიღაც თავს იმშვიდებს, ეგ რა გადაცემაა, ძველ ამბებს თავიდან ყვებაო, ვიღაც პარტიიდან მიდის რეპორტაჟის გამო, ვიღაც ოთხდღიანი მიმალვის შემდეგ გამოჩნდება, რომ საგანგებო ბრიგინგი მოგიძღვნას ….

სამთავრობო მედია გადაცემებს აკეთებს, ეთერიდან აანონსებენ, რა იქნება ხვალ…. პარლამენტში მედიაფოინთებს აწყობენ, ტროლების ფაბრიკის მუშაკები კლავიატურაზე შენს გვარს აკაკუნებენ და ვინ იცის უკვე მერამდენედ…

ორი გადაცემა გავიდა ეთერში და უკვე ამდენი ყურადღება.

რა მნიშვნელოვანი ფიგურა ვყოფილვარ,”- წერს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია “მთავარი არხი” დატოვა და ტვ “პირველში” გადავიდა.

იტვირთბა....