თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 75 მლნ ლარით მცირდება და ეს თანხა მოაკლდება ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დედიაშვილის ცნობით, ბიუჯეტის შემცირების გამო, გადავადდება ფრანგული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ქვეყნისთვის მოწოდება.
„75 მილიონიდან 30 არის საერთაშორისო ხელშეკრულებაა – საფრანგეთიდან პროდუქციის მოწოდება გადაიდო და ეს თანხები აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში. ხელშეკრულება, თუ არ ვცდები, გაფორმდა 2014 წელს, თინა ხიდაშელის დროს”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პროექტის თანხები შემდეგი წლის ბიუჯეტში აისახება.