ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ” – დონალდ ტრამპი

საოცარი წელი გვქონდა, ჩვენ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის წლის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შტატებმა პროგრესის მიღწევა ე.წ. შათდაუნის ფონზეც შეძლო.

„მთავრობის „შათდაუნის“ გარეშე, ჩვენ დაახლოებით ერთნახევარჯერ მეტ პროგრესს მივიღებდით, ვიდრე უკვე არსებული მაჩვენებლებია, რეკორდული მაჩვენებლები. ვფიქრობ, რომ ეს იყო და ბევრი ამბობს, ამერიკის ისტორიაში ნებისმიერი ადმინისტრაციის ყველაზე წარმატებული წელი. პირველი წელი. არასდროს ყოფილა ასეთი პირველი წელი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ჩვენ რვა ომი დავასრულეთ და ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთი ომი დასრულდება“,- განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა საოცარი ოპერაცია ჩაატარა ვენესუელაში, რომლის მსგავსიც არავის უნახვას. მისი თქმით, ვენესუელელები ამით კმაყოფილები არიან და აშშ-ის მოქალაქეებს მალე შეეძლებათ ვენესუელაში მოგზაურობა.

„ვენესუელაში განხორციელებული ოპერაციის მსგავსი რამ არავის უნახავს. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ვენესუელა რეალურად უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე ოდესმე გამოიმუშავებდა და ეს კარგია. ვენესუელას ხალხი ოპერაციის დროს ქუჩებში იყო და ამერიკის დროშებს აფრიალებდა. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ. და მე ახლახან ვესაუბრე ვენესუელის პრეზიდენტს და ვაცნობე, რომ ჩვენ ვენესუელაზე ყველა კომერციულ საჰაერო სივრცეს გავხსნით. ამერიკის მოქალაქეებს ძალიან მალე შეეძლებათ ვენესუელაში წასვლა და ისინი იქ უსაფრთხოდ იქნებიან.“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....