ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორი პირის დაჭრაში ბრალდებულ “ოცნების” წევრს პატიმრობა შეეფარდა

დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეეფარდა.

გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულ სასამართლომ გამოიტანა.

პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე დაკავებულის 5000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სოფელ გამარჯვებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჭინჭარაულს ბრალდება გუშინ წარედგინა.

წინა სასამართლო სხდომის თარიღად 5 აგვისტო, 12 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ დედოფლისწყაროს საკრებულს წევრმა  გიორგი ჭიჭარაულმა ორი თანასოფლელი, ასევე, მათი ნათესავები, ძმები ჭინჭარაულები დაჭრა. შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. დაჭრილები თბილისში არიან გადმოყვანილები.

 

იტვირთბა....