“არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებენ, იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო.”
კახა კალაძე – დედაქალაქის მერი.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.