ახალი ამბები მედია მთავარი

“სახელისუფლებო შტურმი წამოვიდა TV პირველზე, დიდი ომი გველის წინ…” – ინგა გრიგოლია

TV პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოცლაირ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ლეტეკომპანიაზე სახელისუფლებო შტურმი წამოვიდა. მისი თქმით, მათ დიდი ომი ელით და ამ ომში გამარჯვებული TV პირველი გამოვა.

“ბიჭო, ბიჭო, რა სახელისუფლებო შტურმი წამოვიდა TV პირველზე, აქედან, იქიდან, არ გინდათ, თქვენს პარტიულ ტელევიზიებს რომ მიხედოთ? სადაც ცხოვრება მშვენიერია? სადაც დიდი ნაწილი ის ხალხი მუშაობს, წინა ხელისუფლების დროს რომ მათთანაც ბედნიერად თანაცხოვრიბდნენ და დითირამბებს უძღვნიდნენ? რასაც ვაკვირდები, ბოლო დღეებია, ხელისუფლება და მისი პროპაგანდის მანქანა, მხოლოდ TV პირველითაა დაკავებული. შეცდომები მოგვსვლია და ალბათ კიდევ მოგვივა, მაგრამ ის შტურმი, რასაც ჩვენი ტელევიზიის წინააღმდეგ ვხედავ, მარწმუნებს, რომ დიდი ომი გველის წინ, რომელსაც, ზუსტად ვიცი, არ წავაგებთ. მთელი სასიცოცხლო ენერგია მაქვს ჩადებული TV პირველში და ისეთ განწყობაზე დამაყენეთ ამ შტურმით, კიდევ უფრო მეტს ჩავდებ. ხო, მაგ პროპაგანდას რომ თქვენი ხელით აკეთებენ, ის ადამიანები, როგორც ჩვენი მერი იტყოდა, გადაშენდით ჩემი ფრენდებიდან, თავებს ნუ მომათაგინებთ. I love TV Pirveli” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ TV პირველიდან რამდენიმე ჟურნალისტი წასვლას აპირებს. მათ შორის ნინო ჟიჟილიაშვილი, ვახო სანაია და დიანა ტრაპაიძე დასახელდნენ. დიანა ტრაპაიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის წასვლას არსად აპირებს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იტვირთბა....