მთავარი ციტატა

“უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება”- გიორგი გახარია

“უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ.  არავინ არ იცის, სეროზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებებში, ისინი ხან იძახიან, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან იძახიან – არ იქნება. ხან იძახიან, რომ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან იძახიან, რომ ვაქცინა 2 წელი არ იქნება. ძალიან დიდი გაურკვევლობა არის ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ  გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღამდე კარგად უნდა მოემზადოს, რათა სიტუაცია კვლავ კონტროლს დაექვემდებაროს.

იტვირთბა....