ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმ ღამეს მამაჩემი სასწრაფომ სიკვდილს ძლივს გადაარჩინა, იქნებოდა თუ არა ნოდარ მელაძე მკვლელი?!” – მათიკაშვილი მელაძეს მიმართავს

იმ ღამეს მამაჩემი სასწრაფომ სიკვდილს ძლივს გადაარჩინა. ეს ასე რომ დასრულებულიყო… მართლა საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. რითაც, “ტვ პირველზე” გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, რეპორტაჟი თავიდან ბოლომდე იყო მტკნარი სიცრუე და ცილისწამება.

“ტელევიზია შეუვარდა ძალადობით მოტყუებით, ვერც გაიგო რაზე იყო საუბარი. დაპატიჟა როგორც სჩვევია და სინამდვილეში მიიღო ის, რომ ეს კაცი გამოიყვანეს მწყობრიდან. ყველაფერი გააკეთეს აბსოლუტურად ტყუილზე აგებული.

იმ ღამეს მამაჩემი სასწრაფომ სიკვდილს ძლივს გადაარჩინა. ეს ასე რომ დასრულებულიყო… მართლა საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? ეს რომ დასრულებულიყო… იქნებოდა თუ არა ნოდარ მელაძე მკვლელი?! ეს არის მკვლელობის მცდელობით დაკავებული.
ადრე, 2012 წლამდე ყოფილი ხელისუფლება ჩვეულებრივ ცეცხლსასროლ იარაღს ატარებდა ადამიანის სიკვდილისთვის, დღეს მათი იარაღი არის ტყუილი და ცილისწამება. ამიტომ, პირდაპირ მივმართავ ნოდარ მელაძეს, მე დამაბრალოს რაც უნდა, მიჩვეული ვარ! მარტო მე არა, ყველას აბრალებენ, აგერ არაერთი სიუჟეტი მომზადდა, კახა კუჭავას დააბრალეს ალმასები მუთაქაში უდევსო… ჩემზე რაც იყო კარგად ნახა საზოგადოებამ. მე რაც უნდა ის დამაბრალონ, მაგრამ ჩემს ოჯახს, მამაჩემს, ზოგადად ოჯახებს თავი დაანებონ! ეს არის უღირსობა! ამ უღირსობის ექსპორტს აწარმოებს ნოდარ მელაძე ყველგან, სადაც კი გამოჩნდება. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი
რეპორტაჟი თავიდან ბოლომდე იყო მტკნარი სიცრუ და ცილისწამება. თქვენ, ამ ტყუილებით ვეღარ მოატყუებთ საზოგადოებას.
პირდაპირ „tvპირველს, „მთავარს“ მივმართავ, მთავარს გადაასწრო „tvპირველმა“, პირველი ადგილი აიღო ცრუპენტელობაში და მდარე სიუჟეტებში
ადმიანის სცოცხლეს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, პირდაპირ ვაფრთხილებ ნოდარ მელაძეს. ის არის პასუხისმგებელი იმაზე რაც შესაძლებელია მომხდარიყო და დღესაც ეს ადამიანი არ არის კარგად.
დროა უვიცობა და ჟურნალისტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ” – განაცხდა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 6 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ჟურნალისტები, პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის საეჭვოდ გამდიდრების ისტორიაზე და შემოსავლების შესაძლო დამალვაზე საუბრობდნენ. კერძოდ, საოჯახო სასტუმროზე, რომელიც დეპუტატს ყვარელში აქვს და ქონებას ამჟამად მათიკაშვილის მშობლები უვლიან. “ტვ პირველის” ინფორმაციით, სასტუმროდან ბიუჯეტში თანხა არ ირიცხება და პარლამენტის წევრის ოჯახი გადასახადებს მალავს.

იტვირთბა....