მედიაში კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, “ტვ პირველიდან” სამი ჟურნალისტის წამოსვლასთან დაკავშირებით.
არსებული ინფორმაციით, არხს ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და დიანა ტრაპაიძე ტოვებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი “ფორმულაზე” გადადიან.
რაც შეეხება დიანა ტრაპაიძის “ფორმულაზე” გადასვლას, ჟურნალისტი “პრაიმტაიმს” პასუხობს: “მე ტვ პირველზე ვმუშაობ. ცალსახად, არ მივდივარ ფორუმულაზე. თუ სადმე წავალ გაგაგებინებთ აუცილებლად, მაგრამ ფორმულაზე არ მივდივარ.”