aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიანა ტრაპაიძე ტვ პირველს ტოვებს..” – რამ განაპირობა ჟურნალისტის გადაწყვეტილება?! მედიაში ინფორმაცია ვრცელდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიანა ტრაპაიძე “ტვ პირველს” ტოვებს – ინფორმაციას ამის შესახებ, ჟურნალისტი  ირა გოგოსაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ტრაპაიძის ტელევიზიიდან წამოსვლა შესაძლოა ნოდარ მელაძის გადასვლას უკავშირდებოდეს.

ამასთანავე, მედიაში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, არხიდან ორი ჟურნალისტის წასვლასთან დაკავშირებით, კერძოდ ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის “ფორმულაში” გადასვლაზე.

თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა და უცნობია შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს.

“მეტრონომი” ცდილობს დაუკავშირდეს ჟურნალისტებს და მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია.

იტვირთბა....