ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიცხის გამო მისაღები გამოცდებიდან მოხსნილი აბიტურიენტი შემდეგ წელს ჩააბარებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, თუ აბიტურიენტს უფიქსირდება 37.5-ზე მეტი ტემპერატურა და არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე “პისიარ” ტესტი ჩატარებული, ის გამოცდაზე არ დაიშვება. ხოლო, გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში აბიტურიენტისთვის  ერთადერთი ალტერნატივა გამოცდების მომავალ წელს ჩაბარებაა.

როგორც “მეტრონომს” გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, თუ აბიტურიენტი მისაღებ გამოცდებში ვერ მიიღებს მონაწილებას, ის გამოცდებზე მეორე წელს გავა.

“როგორც ყოველ წელს არსებობს მიზეზები, რის გამოც აბიტურიენტები გამოცდიდან იხსნებიაბ, ან გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ მონაწილეობას. გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში გამოსაცდელი გამოცდებზე გავა მეორე წელს. ამდენი წელი ტარდება ეროვნული გამოცდები, და გამოცდების გამეორების პრეცენდენტი არასდროს მომხდარა.

ამიტომ, თუ აბიტურიენტები გამოეთიშებიან გამოცდებს, მათ ბედი მეორე წელს უნდა სცადონ. თუ რაიმე მიზეზით გამოცდიდან მოიხსნებიან, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ მომდევნო წელს. იმიტომ, რომ გამოცდების ხელმეორედ ჩატარება რამდენ რამეს უკავშორდება, მითუმეტეს ამდენი საგნის შემთხვევაში,”- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

განათლების სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აბიტურიენტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციის თანახმად, თუ აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, მათ უნდა ჩაიტარონ “პისიარ” ტესტი და პასუხი საგამოცდო ცენტრში წარადგინონ. ამასთან, ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან.

შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე ჩნდება კითხვა, კერძოდ, თუ აბიტურიენტს ტემპერატურა გამოცდის წინა დღეს, ანდა გამოცდის დღეს დაუფიქსირდება და მას აღარ რჩება დრო, ჩაიტაროს “პისიარ” ტესტი, რა ალტერნატივა არსებობს, რომ გამოსაცდელი არ მოიხსნას გამოცდიდან და შესაბამისად, არ დაირღვას მისი უფლებები?!

ამ თემაზე “მეტრონომი” მასალას ხვალ შემოგთავაზებთ.

 

იტვირთბა....