aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი მისაღები გამოცდებიდან – დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაციები შეიმუშავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აბიტურიენტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

თუ აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, მათ უნდა ჩაიტარონ “პისიარ” ტესტი და პასუხი საგამოცდო ცენტრში წარადგინონ.

რეკომენდაციების თანახმად, თუ აბიტურიენტს უფიქსირდება 37.5-ზე მეტი ტემპერატურა და არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ტესტი ჩატარებული, ის გამოცდაზე არ დაიშვება

“თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკური სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა.

თუ გამოსაცდელს 37 გრადუსი ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნება, 15 წუთში უნდა შეუმოწმდეს ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37,5 გრადუსამდე (37,4 გრადუსის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში. იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე; 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ცენტრებისადმი გაცემულ რეკომენდაციებში.

თავად ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტებისთვის PCR ტესტი უფასო იქნება.

ცნობისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 26 ივლისამდე გაგრძელდება.

 

.

 

იტვირთბა....