საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 10 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0648 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9805 ლარი ღირდა.
ასევე, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4549 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3599 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ივნისს ამოქმედდება.