“მომატებული რისკის საპასუხოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება გახდეს წყარო შემდგომში ინფიცირების მასობრივი გავრცელების და ამისთვის შემუშავდა რეკომენდაციები. კერძოდ, მოგეხსენებათ კოვიდინფექციის მთავარი კლინიკური გამოვლინება არის რამდენიმე სიმპტომი: ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა. შეიძლება იყოს ცემინება, ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, რომ არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული.”
ამირან გამყრელიძე- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფიგზე განაცხადა.
განათლების სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აბიტურიენტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.