ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მას სურდა, რომ კორონავირუსით დაავადებულიყო

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას სურდა, კოვიდინფიცირებული ყოფილიყო, რათა მიაჩნია, რომ ამით ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებდებოდა.

ზელენსკის თქმით, მისი ვირუსით დაინფიიცრება ადამიანებს დაანახებდა, რომ ავად შესაძლოა ყველა გახდეს.

„ჩემს თავზე მინდოდა გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, მე ჩემს გუნდს შევთავაზე, მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება. ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხი მიხვდეს, ყველა შეიძლება გახდეს ავად“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი“ იყო.

„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკნაინაში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ამ დროისთვის ქვეყანაში 237 აასზე მეტი ადამიანია დაავადებული. მათგან კი 40 ათასზე მეტი პირი გარდაიცვალა.

იტვირთბა....