ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “რა უზრდელობაა, შემეშვით…” – ნელი დოროყაშვილი სასამართლოსთან ჟურნალისტებს აგრესიულად პასუხობს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი სასამართლოში „რუსთავი 2“-ის კამერამ დააფიქსირა, რამაც ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ძალიან გააღიზიანა.

„ვაიმე უკაცრავად, ეს რა უბედურებაა და რა უზრდელობაა, არანაირი პროცესი არ გრძელდება“, – პასუხობს ნელი დოროყაშვილი ჟურნალისტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.

ცნობისთვის, ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....