თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას. სასამართლომ მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.
ასე რომ, შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ცნობისთვის, ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.