ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე…” – დეგნანი შოთაძესთან გამართული შეხვედრის დეტალებზე

“შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროები, მათ შორის ექსტრადიციები და საქართველოსა და აშშ-სთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ არჩევნებში, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ.”

კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი საქართველოში 

ამის შესახებ დეგნანმა ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....