“ახალი რეგულაციით, ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე ეკეთოს პირბადე. სამწუხაროდ, ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ცდილობდა ამ თემით სპეკულაციას. საქმე ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ისეთ დახურულ სივრცეებს, სადაც კონტაქტების მაღალი რაოდენობა გენერირდება დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს, რომელიც პირბადეს შეიძენს, შეუძლია, ის გამოიყენოს ზუსტად ასეთ ადგილებში და დაზოგოს მისი გამოყენება. არაა აუცილებელი, ქუჩაში ან ღია სივრცეში იაროს პირბადით. მსგავსი ვალდებულება არ შემოდის.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.