ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ერთი ერთჯერადი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, კეთილი ინებონ და ვიდრე დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით” – გოცირიძე

“პირბადე ღირს ლარნახევარი, ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი. ეს არის ერთჯერადი მოხმარების პირბადის ფასი. მრავალჯერადი პირბადე ალბათ, ღირს 10 პურის ფასი, ამიტომ როცა საკუთარი სამშენებლო კომპანიების სუბსიდირებას ახდენენ და ათეულობით მილიონ ლარს იხდიან, კეთილი ინებონ და სანამ დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით. გარდა ამისა, სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, უნდა იყოს შემუშავებული ისეთი სტანდარტები, რომლებიც დისტანციის დაცვასა და სხვა პროცედურებს შეიცავს.”

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნული განცხადება გოცირიძემ ჟურნალისტებთან პირბადეების ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტზე საუბარისას განაცხადა.

იტვირთბა....