“როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ ზეგავლენით ვაჭრობის შედეგად, ხელისუფლების გამოყენების შედეგად, მათ შორის პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სახელმწიფოსგან იღებენ შეკვეთებს, ტენდერებს, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად სახსრებს, თანხებს, სწორედ ესაა კორუფცია. ამ ყველაფრის სათავე და მიზეზი არის „ქართული ოცნება“, რომლის ყველა პრემიერი ამბობდა, რომ ეს კი არ არის მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა ებრძოლო და ებრძოლო მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ ეს არის ქართულ-ჯიგრული ამბავი, როდესაც ვიღაცას დაეხმარები, იმიტომ, რომ იცნობ. რა ზარალი ადგება ამით ბიუჯეტს, საქართველოს მოქალაქეებს, ამაზე ფიქრი არც გახარიას უნდა, არც ბიძინა ივანიშვილს.”
ირმა ნადირაშვილი – „ევროპული საქართველოს“ წევრი
ამის შესახებ ნადირაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, კორუფციის თემაზე საზოგადოებრივი კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.